შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2014 წლიდან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ვ. ა. თბილისში დააკავეს.
დაკავებისას ვ. ა.-მ გაქცევა სცადა, რა დროსაც დაეცა და ფეხის არეში დაზიანება მიიღო. ამჟამად დაკავებული საავადმყოფოშია მოთავსებული და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან პისტოლეტი ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).