შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2010 წლის 10 თებერვლიდან ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ლაშა ვ. დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში დააკავეს.
ლაშა ვ-მ 2009 წლის 7 მაისს მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 4 თებერვალს ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლი), ცივი იარაღის ტარების (238-ე პრიმა მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (117-ე მუხლი) ფაქტებზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
აღნიშნული დანაშაული ლაშა ვ-მ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ვ-ს 2006 წლის 27 თებერვალს ჩადენილი ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 14 დეკემბერს მიუსაჯა.
დაკავებული გადაყვანილია სასჯელაღსრულების N-8 დაწესებულებაში.