შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი არჩილ ა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ბექა ა, 1991 წელს დაბადებული ლაშა ჟ. და 1975 წელს დაბადებული კობა მ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის თებერვალში მოქალაქე ანატოლი მ-ს გამოგონილი სახელებით გაეცნენ, რამდენჯერმე შეხვდნენ და ძალადობის მუქარით, თავიანთი ახლობლის ვითომდა ვალი - 1000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მათ ანატოლი მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).