შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ადე ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 17 ივლისს ზემო ფონიჭალის დასახლებაში N19 ავტობუსის მძღოლს, 1964 წელს დაბადებულ ვალერიან ე-ს ურთიერთშელაპარაკებისას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ადე ო. მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).