შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ჭ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3669 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით).