შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ფრიდონ ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 22 აპრილს, თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის ყოფილ მეუღლეს – სოფიო ა-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სოფიო ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ფრიდონ ა. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დაკავებულმა ასევე აღიარა, რომ 2008 წელს თბილისში, ლილოს დასახლებაში, ორი ქალბატონი მოკლა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 109-ე მუხლით).