შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1954 წელს დაბადებული, ბულგარეთის მოქალაქე მიხაილ დ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული კუპიურების დათვლის დროს თაღლითურად ატყუებდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მოლარე-ოპერატორებს, რა დროსაც მან 1600,20 ევრო მიითვისა.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით).