შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი: 1971 წელს დაბადებული გელა ჭ, 1979 წელს დაბადებული დავით კ, 1984 წელს დაბადებული ბაჩუკი ბ, 1988 წელს დაბადებული გიორგი ჯ, 1979 წელს დაბადებული მალხაზ ბ. და 1986 წელს დაბადებული კარლო ბ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ექვსი პირი მოსკოვის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ერთ-ერთი ბინის გაქურდვას ცდილობდნენ. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას კუსტარულად დამზადებული კარის საკეტის გასახსნელი ხელსაწყო-ინსტრუმენტები ამოიღო.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).