თბილისის ინტერპოლის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ე. ჩ. თბილისში დააკავეს.
ე. ჩ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 449/1, 51/2, 59,2 მუხლებით და N5275 კოდექსის 107/12,13a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამჟამად ე. ჩ. მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.