შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა გააცნო. მან, ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ცალკეული კატეგორიების კლება-მატების მიზეზებზე და მიმდინარე ტენდენციების თაობაზე ისაუბრა.
შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შს სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს, რომლის თანახმად, აღნიშნული სტატისტიკა, სტრატეგიული ანგარიშის ფორმატში, პრეზენტაციის სახით, წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე გამოქვეყნდება.
2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაული