შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მალხაზ გ. და 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები 18 სექტემბერს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, „პროკრედიტ ბანკში“ შეიჭრნენ, ფული წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, გურამიშვილის გამზირზე, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ ბანკიდან წაღებული 29 195 ლარი, 11 740 დოლარი, 4870 ევრო ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).