შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალთბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „ბათუმი“ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 106:84 დაამარცხა. შსს-ს გუნდმა დღევანდელ შეხვედრაში მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგო და საბოლოოდ 22 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.
დღევანდელ თამაშში „შსს-აკადემიის“ მოთამაშეთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ცინცაძე, 17 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, 15 ქულა ჰქონდა ბექა ჩიკვილაძეს, ხოლო ნიკა მეტრეველმა და აკაკი ლომოურმა 14-14 ქულა მოაგროვეს; მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. გუნდის მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, გუნდი მაქსიმალურად არის მობილიზებული და ფინალისკენ მიზანმიმართულად მიიწევს.
ნახევარფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა „შსს აკადემიასა“ და „ბათუმს“ შორის ხვალ, 14 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, ხოლო მომდევნო შეხვედრები ბათუმში გაიმართება.