27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა. შს მინისტრმა, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.