შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 11 აგვისტოს ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოსავლენად ჩატარებული ღონისძიების დროს დაჭრილი პოლიციელი - მალხაზ ქავთარაძე „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოინახულა. მინისტრი დაჭრილ სამართალდამცველს გაესაუბრა, გამოჯანმრთელება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მალხაზ ქავთარაძეს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.