შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა ფონიჭალაში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელი მოინახუ...
12-08-2015

შს მინისტრმა ფონიჭალაში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 11 აგვისტოს ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოსავლენად ჩატარებული ღონისძიების დროს დაჭრილი პოლიციელი - მალხაზ ქავთარაძე „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოინახულა. მინისტრი დაჭრილ სამართალდამცველს გაესაუბრა, გამოჯანმრთელება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მალხაზ ქავთარაძეს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.