შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ქართველი პოლიციელი ქალებისთვის ლიდერის უნარების განვითარების კურსები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გახსნეს. აღნიშნული კურსები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო ახორციელებს.
კურსები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ცენტრალურ და რეგიონულ სამართალდამცავ სტრუქტურებში პოლიციელ ქალთა ჩართულობასა და კარიერულ ზრდას. 2015 წლის მარტში საქართველიში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით თბილისში ჩატარდა პოლიციელ ქალთა მეოთხე, ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც 9 ქვეყნის 150 პოლიციელი ქალი დაესწრო.
გენდერული თანასწოროებისა და ქალთა უფლებების საკითხები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური, უსაფრთხოებასთან დაკავშრებული, ჰუმანიტარული და განვითარების პროექტების ნაწილია.