შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას კონგრესმენი სტივ რასელი ხელმძღვანელობდა.
შს მინისტრის მოადგილემ ამერიკელ სტუმრებს შსს-ში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. კონგრესმენებმა უწყებაში ჩატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და განსაკუთრებული ყურადღება ტრეფიკინგთან და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილეს.
შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრეს. შალვა ხუციშვილმა დელეგაციის წევრებს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ 8 სექტემბერს გამოცემული ბრძანება გააცნო, რომელიც შსს-ს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
შს მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის, უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.