შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. აქციის ფარგლებში, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე და სამმართველოს სხვა თანამშრომლები ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში 25 ოჯახს ესტუმრნენ. მათ ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად სურსათი და ტკბილეულობა გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია, რომლის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების პროდუქტებით დახმარება, გრძელდება. სამინისტრო აქციის ფარგლებში სულ 1000-მდე ოჯახს ეხმარება.