შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს დავით ასათიანს და ადვოკატ გიორგი მდინარაძეს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრაზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ამა წლის 8 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ადვოკატებს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი და ადეკვატური.
შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.