საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში შანდორ საბოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები.
შს მინისტრმა ელჩს სამინისტროში ევროინტეგრაციის კუთხით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა რეფორმების განხორციელებისას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.