შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ესტონეთის ელჩს - პრიიტ ტურკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილი სტუმარს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამართალდაცვით სფეროში, მათ შორის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერდანაშაულის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ესტონელი კოლეგების მხარდაჭერის მნიშვნელობას.