შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში შვედეთის ელჩ მარტინა ქვიკს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს და შვედეთს შორის არსებული და დაგეგმილი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შს მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და შვედეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ორმხრივი კონტაქტების, ხელშეკრულებებისა და ინტერპოლის მეშვეობით.
გიორგი მღებრიშვილმა და მარტინა ქვიკმა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.
მარტინა ქვიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი.