საქართველოში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ.
ისრაელის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს შსს პოლიციის აკადემია, დაათვალიერეს აკადემიის ბაზა და სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.
სტუმრები ასევე, ეწვივნენ სსიპ-საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს.
დანაყოფებში სტუმრობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისრაელის დელეგაციის წევრებს ადგილზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისარმა, დელეგაციის წევრებთან ერთად პირველი შეხვედრა, შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა.