საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, მიგრაციის დეპარტამენტისა და რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გენერალური დირექტორატის სტრუქტურისა და კომპეტენციის, თურქეთის რესპუბლიკის „უცხოელებისა და მათი საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის და ადამიანით უკანონო ვაჭრობის სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა განიხილეს ქართული და თურქული სამსახურების მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის პროგრამები.
თურქეთის რესპუბლიკის მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატი 2013 წელს ჩამოყალიბდა.