შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ფერდი ქორქმაზის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ეწვია.
სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.
დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ საპატრულო პოლიციის დეპარტმენტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას და ადგილზე გაეცნენ აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მხარეებმა საქართველოს და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალურ სარდლობას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.