შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა თორნიკე მარსაგიშვილმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო -კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსმა - თენგიზ სისაურმა და შსს -ს აკადემიის ინსტრუქტორმა - ქეთევან ცუცქირიძემ დეტალურად ისაუბრეს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის ტრეფიკინგთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პრევენციაზე, ასევე, ნარკოდანაშაულთან ბრძოლასა და საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.