შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები გერმანიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს დელეგაცია რაილანდ-პფალცის პოლიციის აკადემიას და კობლენცის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.
დელეგაციის წევრები ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი ფესტივალის - „Nature One“ - დაგეგმვის პროცესს დაესწრნენ. მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების, ღონისძიების მსვლელობის პროცესში პოლიციელთა უფლება-მოვალეობები და უსაფრთხოების დაცვის კომპანიებთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე, საჯარო ურთიერთობის ტექნიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი აღჭურვილობის ჩამონათვალი გააცნეს.
ვიზიტის მიზანი იყო მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება და ამ მიმართულებით გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარება.