შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისთვის, სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 74 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმთან“ და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.