საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 20 თანამშრომელს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.
სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სასწავლო კურსი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა.
მაღალი ქულების მქონე 10 მონაწილე სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება და ტრენერთა ტრენინგს გაივლის.
სწავლების მიზანი იყო ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.