შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები - ე.ც. და ა.პ., ასევე, მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც.-ს ნაცნობები, თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, რომლებიც, მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.