შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი - "დანაშაულისა და ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის კურსი სამართალდამცველებისთვის". სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
სასწავლო კურსს კანადელი ექსპერტი - რაიან პროქსი უძღვებოდა.
სწავლების განმავლობაში განიხილეს: ინფორმაციის შეგროვების მეთოდები და გეგმა; ინფორმაციის გავრცელება; სტატისტიკის გამოყენება დანაშაულის ანალიზის პროცესში. ტრენინგის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა.
ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა"- ფარგლებში განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებები მომავალშიც იგეგმება.