თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის პროფესიონალ სპორტსმენთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში საქართველოს ხუთკაციანმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, რომლის შემადგენლობაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილი ასპარეზობდა.
ლევან გილიგაშვილმა 74 კგ წონით კატეგორიაში 180 კილოგრამიანი შტანგა ასწია, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღნიშნული ტიტულით ლევან გილიგაშვილმა ევროპის რეკორდი დაამყარა, 74 კგ წონით კატეგორიაში.
პოლიციის პოლკოვნიკ ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული.