18-20 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში ტარდება. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში 67 სპორტსმენით მონაწილეობს. ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ტრიატლის მიქს ესტაფეტაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნულ ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
სამი დღის განმავლობაში ბათუმს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7-დან 70-წლამდე ასაკის 400 მონაწილეზე მეტი ეწვევა. მონაწილეები სპორტის ორ სახეობაში ბიატლსა და ტრიატლში იასპარეზებენ. ბიატლი მოიცავს ცურვას და სირბილს, ხოლო ინოვაციური სპორტი - ტრიატლი სამი დისციპლინისაგან შედგება: სირბილი, ცურვა და ლაზერული პისტოლეტიდან სროლა.