შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.