შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა, BP-ის ოპერირების ქვეშ მყოფი სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების საკითხები განიხილეს.
ღონისძიების მიზანი იყო კრიზისულ სიტუაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმს“ შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდა, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების როლისა და პასუხისმგებლობის სფეროების იდენტიფიცირება და მათი ეფექტურობის შეფასება, გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების არსებული სამოქმედო გეგმების გაუმჯობესების გზების განსაზღვრა.