შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაბა ბაკურიანში სამთო მომზადების საბაზისო კურსი უტარდებათ.
სწავლებას თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებიან.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ტრენინგის განმავლობაში თოვლზე ტექნიკურ სრიალს, მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილებას, გადარჩენის, ევაკუაციის, თოვლში თავშესაფრის მოწყობის და ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდებს შეისწავლიან.
სასწავლო კურსის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადნების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. სწავლება 22 თებერვალს დასრულდება.