შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჟ.ი. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.