შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირში, ფინალურ ეტაპზე, მე-3 ადგილისთვის შეხვედრა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გუნდებს შორის გაიმართა. მატჩი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 4:3 დასრულდა.
"პოლიციელის დღე 2022"-თან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საფეხბურთო ტურნირი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა სამინისტროს ყველა დანაყოფის გუნდს ჰქონდა.
ტურნირის მიზანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.
ფინალური შეხვედრა დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდებიან.