შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 31 მაისს, ორშაბათს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას გაუწევს.
სატელეფონო ქოლ-ცენტრის საშუალებით, ნომერზე - 0322414242, მოქალაქეები ნებისმიერი მომსახურების მიღებას შეძლებენ.
12:00 საათიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.