შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება
29-05-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 31 მაისს, ორშაბათს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას გაუწევს.

სატელეფონო ქოლ-ცენტრის საშუალებით, ნომერზე - 0322414242, მოქალაქეები ნებისმიერი მომსახურების მიღებას შეძლებენ.

12:00 საათიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.