შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისისა და რეგიონულ ცენტრებში, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი დღეში რამდენჯერმე იწმინდება. ასევე, ინტენსიურად ტარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ერთიანი მომსახურების ცენტრის რეგიონულ ფილიალებში.
ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, ცენტრში სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.
#StopCov #COVID19