შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის საქმიანობას. ასევე, დაათვალიერს აღნიშნული დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.