შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ესკორტირების საკითხებზე სპეციალური მომზადება გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ევროპელი და ადგილობრივი კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
მიგრაციის დეპარტამენტის ოცმა თანამშრომელმა ხუთი დღის განმავლობაში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული კურსიც გაიარა.
თეორიული კურსის განმავლობაში განიხილეს ესკორტირების დაგეგმვისა და განხორციელების სტანდარტების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ასევე, მიმოიხილეს დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ესკორტირებისას წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხები, უსაფრთხოების შემოწმება, იძულებითი ღონისძიების გამოყენების მეთოდები, ფრენის ეკიპაჟთან კომუნიკაცია, სამართლებრივი ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ღია ტერიტორიაზე ჩატარდა.
სწავლების დასასრულს,სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.