შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო ურთიერთობის გეგმებს.