შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და კახეთის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 2016 წლის 8 მაისს, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.
შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.