დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. შს მინისტრმა ბრიფინგზე თავის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა: "რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმად, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად ცხადდება.
შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ და განადგურდება.
ახალი სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს, როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების, კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში, ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა"- განაცხადა მინისტრმა.