შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აცნობებს, რომ თბილისში, მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, დღეიდან, 7 აგვისტოდან, 120 დღით დაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი, რის გამოც აღმაშენებლის ხეივნიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაერთო სოფელ დიღმის ასახვევიდან, ვაშლიჯვარში გადამსვლელი ხიდის გავლით, გოძიაშვილის ქუჩაზე (ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამოსასვლელამდე). მძღოლებს ასევე შეუძლიათ იმოძრაონ რობაქიძის გამზირზე, ბაქრაძის ქუჩის გავლით, ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმართულებით.