შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს.
დაინიშნა ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
გ.ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.