2019 წლის 9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს.