შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან, 8 თვის განმავლობაში ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა ხიდის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით.
შესაბამისად, იუსტიციის სახლიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანები იმოძრავებენ ათონელის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ათონელის ქუჩიდან ზაარბრიუკენის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი ჩავა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან.